იურიდიული დახმარების სამსახურის საფეხბურთო გუნდი ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონია

28 მაისი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს იურიდიული დახმარების სამსახურის საფეხბურთო გუნდს  ადვოკატთა  ასოციაციის თასის ზედიზედ მორედ დაუფლებას და უსურვებს დიდ წარმატებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული იქნა საფეხბურთო ტურნირი, რომლის უპირობო ლიდერი გახლდათ იურიდიული დამხარების სამსახურის საფეხბურთო გუნდი. ნახევარფინალში და ფინალში იურიდიული დამხარების სამსახურის საფეხბურთო გუნდმა არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს, ერთნაირი ანგარიშით 7-3 გაანადგურა იურიდიული ფირმების მიერ შექმნილი გუნდები და ღირსეულად დაეუფლა ზედიზედ მეორედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თასს. იურიდიული დამხარების სამსახური დომინირებდა ინდივიდუალური პრიზების მხრივ, დაწესებული სამი პრიზიდან იურიდიული დამხარების სამსახურმა მიიღო საუკეთესო ბომბარდირის და საუკეთესო მეკარის პრიზები. საუკეთესო ბომბარდირი 5 გატანილი გოლით გახდა იურიდიული დამხარების სამსახურის შეტევების ლიდერი გიორგი მდინარძე, ხოლო საუკეთესო მეკარე გიორგი რამაზაშვილი, რომელამაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც კარის საიმედო დარაჯმა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი ერთხმად გადაეცა კახა ქურდაძეს,  რომელმაც არაერთი ლამაზი ფინტი აჩუქა დამსწრე საზოგადოებას.

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სექტემბრიდან გეგმავს უფრო ფართომასშტაბიანი საფეხბურთო ტურნირის  ჩატარებას. ამავდროულად შეიქმნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებში. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი